ერთი სისხლიანი გული, თუ შეიძლება…

21 Apr

Well this is an old one, just wanted to share!

Fat Kids World


გქონიათ შემთხვევა, როდესაც წევხარ ასე უაზროდ და ჭერს უყურებ. არაფერზე ფიქრობ. მთელ დედამიწაზე ხართ მხოლოდ შენ და ჭერზე ერთი ბზარი.
სიკვდილის ინსცენირება გიცდიათ? აი ახლა დავწვები ასე გაუნძრევლად, თვალებს ამ ბზარს მივაშტერებ, მოვადუნებ მთელ სხეულს, სახეზე სიმშვიდის გამომეტყველებას მივიკერებ და ვიწვები ასე, სანამ ვინმე დამიძახებს მეორე ოთახიდან. არ გავცემ პასუხს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე შემოვა ის “ვინმე” ოთახში და დამინახავს. ნეტა რას იზამს? გაშეშდება? თუ იყვირებს, მომვარდება? ან მაშინვე მიხვდება რომ ცოცხალი ვარ და მეჩხუბება რატომ არ გამეცი პასუხიო.
მარტოობა ხანდახან კარგია, ხან კი  სულ ერთი საათით მარტო ყოფნაც კი უცნაურ  ფიქრებს გაგიჩენს თავში. მოგიწამლავს გულს და ცრემლების დიდი გუნდა მოგაწვება ყელში. არადა შენ თვითონ არ იცი რატომ?  თითქოს ყველაფერი კარგადაა. მეგობრებიც გყავს, რომლებიც ძალიან გიყვარს და იმათაც უყვარხარ, ოჯახიც, არც რამე განუკურნებელი დაავადება გაქვს. მოკლედ, არაფერი გიჭირს, მაგრამ ეს გუნდა მოიწევს და მოიწევს, ერთი სული აქვს როდის მოვა შენ თვალებამდე და წვეთ-წვეთად გადმოგორდება ლოყებზე.
რა ქალია ეს მარტოობა?…

View original post 563 more words

Leave a comment